“საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებუელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-208
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2015-07-07
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.22.032.007.703
“საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებუელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-208

2005 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

 “ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ს” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების  გაცემის თანდართული წესი .

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №2-133 - ვებგვერდი, 10.08.11წ.

2. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების თანდართული ფორმა №1 და   ფორმა №2.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №2-133 - ვებგვერდი, 10.08.11წ.

3. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. სარჯველაძეს.

მ. სვიმონიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-156-სსმIII,№109, 16.08.2006წ., მუხ.1507

2.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №2-133 - ვებგვერდი, 10.08.11წ.

3. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის დადგენილება № 3 25 - ვებგვერდი, 0 9 .07 .201 5 წ.

საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების  გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების გაცემის წესი

  მუხლი 1.

1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

   2. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში   – სააგენტო) უფლებამოსილი პირებისთვის.

    მუხლი 2.

1. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, სხვა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის თანხლებით, რომელთაც გასცემენ  სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ვეტერინარულ მოწმობაზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს გამცემი ვეტერინარი სპეციალისტის ხელმოწერა და ბეჭდის ანაბეჭდი, რომლითაც მოწმდება ვეტერინარული მოწმობა.

  2. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, სხვა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ის და ფორმა №2-ის გარეშე გადაადგილება დასაშვებია:

ა)  თუ  ტვირთი იმპორტირებულია - ტვირთის დანიშნულების ადგილამდე;

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტ ების - თუ მისი წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგის ტირებული  სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ ი საწარმოს ან დისტრიბუტორის მიერ.

3. ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1 იბეჭდება ცენტრალიზებულად სტამბური წესით, დანომრილია, დატანილია წითელი ფერის ორნამენტები, რომლებიც ქმნიან საერთო წითელ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ყველა სახის შინაურ ცხოველებზე, მათ შორის ფრინველზე, ბეწვიან ცხოველებზე, ლაბორატორიულ, ზოოპარკისა და ზღვის ცხოველებზე, ფუტკარზე, ცოცხალ თევზზე და სხვა ჰიდრობიონტებზე, ცხოველების ემბრიონებზე და სპერმაზე, განაყოფიერებულ ქვირითზე, საინკუბაციო კვერცხზე.

4. ვეტერინარული  მოწმობა ფორმა №2 იბეჭდება ცენტრალიზებულად სტამბური წესით, დანომრილია, მასზე დატანილია ცისფერი ორნამენტები ბადის სახით, რომელიც ქმნის საერთო ცისფერ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა:

ა) ხორცზე (ტანხორცები, ნახევარტანხორცები, ხორცის ბლოკები, მიღებული ყველა სახის შინაური და გარეული ცხოველებისაგან), სუბპროდუქტებზე, შპიკზე, ნედლ და გადამდნარ ცხიმზე, გამშრალ და დაკონსერვებულ სისხლზე, მეცხოველეობის ნედლეულზე (ტყავი, მატყლი, ბეწვი, ფრთა-ბუმბული, ენდოკრინული და ნაწლავის ნედლეული, სისხლი, ძვალი, სხვა სახის ნედლეული – არასასურსათო სუბპროდუქტები, რქა – ჩლიქის ნედლეული, ჯაგარი, ანავარცხნი, ტყავის ჩამონაჭერი, ტექნიკური ალბუმინი; ნაღველი; ნედლეული ბიოლოგიური მრეწველობისათვის; ნანადირევი ტროფეები); ცხოველთა საკვებზე (ცხოველური წარმოშობის საკვები; პრემიქსები,  საკვები დანიშნულების მიკრობიოლოგიური სინთეზის პროდუქტები სხვა საკვები, მათ შორის მცენარეული წარმოშობის); საკვები მიზნით გამოსაყენებელ ფრინველის სკინტლზე (ნაკელზე);

ბ) უმ რძეზე; თევზზე (ახალი, გაგრილებული, გაყინული, დამარილებული, შებოლილი, გამოყვანილი); სასურსათო კვერცხზე, მეფუტკრეობის პროდუქტებზე.

 5. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1 და ფორმა №2 იბეჭდება სააგენტოს დაკვეთით და გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილ პირებზე   საბუღალტრო აღრიცხვით. ისინი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გამგზავნს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება გამცემ პირთან. შევსებული მეორე პირები სამი წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში.

6. სხვადასხვა მელნით, სხვადასხვა  ხელით, შესწორებებით, გაურკვევლად, უბეჭდოდ, ხელმოუწერლად, თანამდებობის სრული დასახელების გარეშე შევსებული ვეტერინარული მოწმობები ითვლება არასრულყოფილად და ანულირდება.

 7. კონტროლს ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1 და ფორმა №2 აღრიცხვასა და სწორად გაცემაზე აწესებს  სააგენტო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 11 აგვისტოს №2-156-სსმIII,№109, 16.08.2006წ., მუხ.1507

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №2-133 - ვებგვერდი, 10.08.11წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო

__________________________ ____        _ ____   _ ____ ____ ___   201    წ.

სტრუქტურული ( ტერიტორიული) ერთეული   (რიცხვი)          (თვე)

___________________________

რაიონი, ქალაქი

ვეტერინარული მოწმობა №

ფორმა № 1

მიეცა ____________________________________________________________________________

(გამგზავნის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი)

 

მასზედ, რომ ________________________________ ___________________________________ __

(ცხოველის/ფრინველის/თევზის/ფუტკრის სახე)

 

რაოდენობით _______________________________________ ვეტერინარული შემოწმებისას

(სული, ფრთა, კგ., სკა, სიტყვიერადაც)

გადამდები დაავადებებით ავადმყოფი და საეჭვო არ არის  და გამოდის

__________________________________________________________________________ ________

(ადგილი/დასახლებული პუნქტი)

 

რომელიც კეთილსაიმედოა ცხოველთა გადამდები დაავადებების მიმართ.

ცხოველებს ჩატარებული აქვთ: _____________________________________________________

___________________________________________________________________________ _______

(გამოკვლევები, აცრები ან სხვა დამუშავებები, ჩატარების თარიღი)

ცხოველები იგზავნებიან  _____________________________________________________ _____

(ადგილი, მიმღების დასახელება და მისამართი)

ცხოველის საიდენტიფიკაციო № ________________________________________________ ____

(10 სულზე მეტის არსებობისას კეთდება დანართი)

ტრანსპორტის სახეობა, ნომერი, მოძრაობის მარშრუტი ____________________________ ___

_______________________________________________________________________________ __

განსაკუთრებული აღნიშვნები ________________________________________________

_________________________________________________________________________________

(დაავადებებზე დადებითად მორეაგირე, აცრილი/დამუშავებული ცხოველების მიმართ სპეციალური მითითებები)

 

უფლებამოსილი პირი ______________________________             ________________________

             (ვეტერინარი)                                  (სახელი, გვარი)                                       (ხელმოწერა)    

                                                                                                                                                                                              ბ.ა

ვეტერინარული მოწმობის მიმღები _______________________            ____________________

                                                                  (გვარი,სახელი)                                          (ხელმოწერა)

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №2-133 - ვებგვერდი, 10.08.11წ.

 

 

 

  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო                                                                                          სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო

__________________________ ____                                                        _ ____   _ ____ ____ ___   201    წ.

სტრუქტურული ( ტერიტორიული) ერთეულ       ი                                                         (რიცხვი)         (თვე)

 

___________________________

რაიონი, ქალაქი

ვეტერინარული მოწმობა №

ფორმა №2

მიეცა ____________________________________________________________________________

(გამგზავნის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი)

 

მასზედ, რომ ________________________________ _ რაოდენობა _________________________

           (პროდუქტის ან ნედლეულის სახე)                                                                       (სიტყვიერადაც)

                      

________________________________________________________________________________________________________

ახალი გაცივებული, გაყინული, გამომშრალი, სველად დამარილებილი, მატყლი - გარეცხილი, გაურეცხავი და ა. შ.

შეფუთვის სახე (შეფუთული, შეუფუთავი)

 

გამოდის _________________________________________________________________________

(ადგილი, ბიზნეს-ოპერატორის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი,  მისამართი)

 

რომელიც კეთილსაიმედოა ცხოველთა გადამდები დაავადების მიმართ, ღორის ხორცი გამოკვლეულია (არა) ტრიქინელოზზე: ცხენებს დაკვლის წინ ჩაუტარდათ (არა) მალეინიზაცია: ნედლეული გამოკვლეულია ( არა) ციმბირულ წყლულზე; დეზინფიცირებულია (არა) ( ხაზი გაესვას)

 

პროდუქტი/ნედლეული მიემართება _______________________________________________

             (ადგილი, მიმღების დასახელება და მისამართი)

________________________________________________________________________________________

(ტრანსპოტრის სახეობა, ნომერი, მოძრაობის მარშრუტი)

განსაკუთრებული აღნიშვნები ________________________________________________

_________________________________________________________________________________

(შეზღუდვებით გამოსაყენებელი პროდუქტების / ნედლეულის მიმართ სპეციალური მითითებები)

 

 

უფლებამოსილი პირი ______________________________       ___________________________

                (ვეტერინარი)                           (სახელი, გვარი)                                                        (ხელმოწერა)

                                                                                                                                                                                               ბ.ა

ვეტერინარული მოწმობის მიმღები _________________________      _____________________

                                                               (გვარი, სახელი)                                       (ხელმოწერა)

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №2-133 - ვებგვერდი, 10.08.11წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია