(ძალადაკარგულია - 21.09.20, № 613)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1797
2005 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
№2 საპყრობილის (ქ. ქუთაისი)�� საპატიმრო განყოფილების გაუქმების შესახებ
,,პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაუქმდეს №2 საპყრობილის საპატიმრო განყოფილება.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):
ა) წარმოადგინოს წინადადებები №2 საპყრობილის საპატიმრო განყოფილების გაუქმებასთან� დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;
ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ. კოპაძე/, საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.
3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.
4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 15 დეკემბრიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ბრძანება № 2087 -სსმIII, №13 4 , 16 . 11 .200 5 წ.;მუხ.1 482
კ. კემულარია