სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.007.678
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №227/ნ
2005 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს საქმიანობის შეწყვეტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ,,სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის №253/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2005 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს საქმიანობა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ,,სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის №253/ნ ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №106, მუხ. 927) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულებიდან ამოღებულ იქნეს ,,31” მუხლი.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი