,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
141
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №141

2009 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის    18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 2008 წელი, №61, მუხლი 696) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დადგენილ ვადაში ელექტროსადგურის მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების უზრუნველსაყოფად შესაბამისმა პირმა უნდა წარმოადგინოს ყოველი მეგავატისათვის 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან 120 000 (ას ოცი ათასი) ევროს ოდენობის საბანკო გარანტია ამ ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით. ამასთან, საბანკო გარანტია უნდა გაიცეს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია