“№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1215
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-07-12
გამოქვეყნების თარიღი
2020-05-13
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.027.007.550
“№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ"

(ძალადაკარგულია �- 13.05.20, №537)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1215

2005 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, �პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ავჭალა, ქ. თბილისი).

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ.კოპაძე/, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა სარეჟიმო პირობების მიხედვით გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (ე. ტყეშელაშვილი).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია