“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხდების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
693
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-08
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.034.007.536
“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხდების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.007.536

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №693

2005 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა  მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 29 ოქტომბრის №433 ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 20 ნოემბრის №480 ბრძანება;

გ) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 12 ივლისის №383 ბრძანება;

დ) ,,საქართველოს შსს 1997 წლის 31 დეკემბრის №693 ბრძანებით დამტკიცებულ ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 8 ივლისის №377 ბრძანება;

ე) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 22 თებერვლის №62 ბრძანება;

ვ) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 ივლისის №416 ბრძანება;

ზ) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 26 აგვისტოს №463 ბრძანება;

თ) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოსა და განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 26 აგვისტოს №466 ბრძანება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                                ლ. გვაზავა

კრებსითი — სრული ვერსია