“ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2005-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-04
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.007.518
“ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.007.518

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №10

2005 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1. ,,ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს №13 დადგენილებაში (სსმ III, 2003 წ., №89, მუხ. 761) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,თ” ქვეპუნქტი და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ავტომანქანების გასამართი შეკუმშული გაზის საცალო მიწოდება:

 

 

თეთრი/კუბური მეტრი

ა. სს „ავტოგაზი”

33,34

ბ. შპს „გამა”

33,34

გ. შპს „იბერგაზი”

33,34

დ. სს „აზოტი”

29,17

ე. შპს „გაზინვესტორ-გორი”           

33,34

ვ. შპს „სუპერგაზი-იტალია”

33,34

ზ. შპს „ბუნებრივი აირი”

33,34

თ. შპს „იმერეთი - 95”         

33,34 “.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. თავაძე

თავმჯდომარე

კრებსითი — სრული ვერსია