„საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
486
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-04
სარეგისტრაციო კოდი
200.220.010.22.033.007.516
„საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.516

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №486

2005 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №124, მუხლი 888) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) თუ საქონლის ექსპორტისათვის ან იმპორტისათვის საჭიროა ლიცენზიის და/ან ნებართვის მიღება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია და/ან ნებართვა;”.

2. ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი.

    მუხლი 2

საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქონლის ნუსხის შედგენა და პერიოდული განახლება ნებართვის და/ან ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია