,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-12
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №42

2009 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ელისო გაბადაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის კონსულტანტი

ირაკლი გვენეტაძე – ექსპერტი

ზაქარია გიუნაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი

ივანე გოჩიტაშვილი – ექსპერტი

მერაბ გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

გიორგი დაფქვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

თენგიზ თიკანაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი

ბაკურ კვეზერელი         – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ვახტანგ ლეჟავა – მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი

ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

გიორგი მეჟლუმიანი – საქართველოს მთავარი პროკურატურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი

ვარლამ ტყეშელაშვილი – ექსპერტი

ტატო ურჯუმელაშვილი – ექსპერტი

ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი

გიორგი შუბითიძე        – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ ,,ირმის ნახტომის“ პროგრამის მენეჯერი

დავით ცეკვავა –            საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ჯიჩოშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია