“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1049
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-14
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.027.007.481
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.481

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1049

2005 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დაწესდეს ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდო (შემდგომში _ ჯილდო).

2. ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (მისი სისტემის ორგანოს) მოსამსახურეს სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

3. ჯილდოს თანხობრივი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით.

4. ჯილდოს გაცემის საკითხი ყოველი წლის ბოლოს განიხილება საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების მოსამსახურეებისათვის ჯილდოს გაცემის საკითხს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს ამ დებულების ხელმძღვანელი.

5. ჯილდოსთან ერთად დაჯილდოებულ პირს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

კრებსითი — სრული ვერსია