“საქართველოს თავდაცვის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
193
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-16
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.007.474
“საქართველოს თავდაცვის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.007.474

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №193

2005 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპატამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №319 ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 11 ნოემბრის №333 ბრძანება.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილე და თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

ი. ოქრუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია