საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროს განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
394
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-10
სარეგისტრაციო კოდი
200.220.010.22.033.007.457
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროს განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.457

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №394

2005 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსსმ III, 2003 წ., №56, მუხლი 489) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7; ქ. რუსთავი, ფიროსმანის    ქ. №38; ქ. გურჯაანი, ნონეშვილის ქ. №1; ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1; მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა; ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია