“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
987
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-06-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-03
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.007.442
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.442

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №987

2005 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:”.

2. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს და დაწესებულების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არ უნდა აღემატებოდეს მათი შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.”.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

კრებსითი — სრული ვერსია