“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
363
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-02
სარეგისტრაციო კოდი
200.280.000.22.033.007.437
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.22.033.007.437

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №363

2005 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურ-სისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №122, მუხ. 1099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შეეფერება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობას:

ბ) არ შეეფერება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობას და ექვემდებარება დაქვეითებას”.

2. დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას:

ა) მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ;

ბ) მოხელის დასაკავებელ თანამდებობაზე დანიშვნის, დასაკავებელ თაბამდებობასთან შეუსაბამობის გამო თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.”.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ვ. ჩეჩელაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია