საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 27 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცე- ბული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო ოპერაციების წარმოების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე""

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
120
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2005-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-27
სარეგისტრაციო კოდი
220.010.050.18.011.007.426
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 27 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცე- ბული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო ოპერაციების წარმოების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე""

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.007.426

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №120

2005 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 27 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო ოპერაციების წარმოების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქარ­თველოს ორგანული კანონის 61-ე და 73-ე მუხლების შესა­ბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელ­შეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 27 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრე­დი­ტო აუქციონის დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №9, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუქციონი იმართება საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობაში დღის 12 საათზე ეროვნული ბანკის შეტყობინების (დანართი №5) საფუძველზე.”.

    მუხლი 2

დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკი მორიგი აუქციონის ჩატარების თაობაზე კომერციულ ბანკებს ატყობინებს არა უგვიანეს ერთი დღით ადრე.”.

    მუხლი 3

დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომერციული ბანკები აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გარიგება-განაცხადს (დანართი №6) წარუდ­გენენ კომიტეტს აუქციონის გამართვის დღეს არა უგვიანეს 11.45 საათისა.”.

    მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 25 მაისიდან.

რ. გოცირიძე

კრებსითი — სრული ვერსია