“სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
856
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-17
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.22.027.007.382
“სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.382

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №856

2005 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 ,,სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის  17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანების №1 დანართის:

1. მე-3 პუნქტის ,,გ2” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ2) მარნეულის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური:

გ2.ა) მარნეულის რ-ნი;

გ2.ბ) დმანისის რ-ნი.”.

2. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ3” ქვეპუნქტი:

,,გ3) ბოლნისის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური:

გ3.ა) ბოლნისის რ-ნი.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

კრებსითი — სრული ვერსია