,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-13
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00(0).000.000000
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2009 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №6, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

დავით თომაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ზვიად კუკავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატის და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური    

 

კრებსითი — სრული ვერსია