ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის №879 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
315
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-13
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.007.366
ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის №879 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.366

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №315

2005 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

,,ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის №879 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის №879 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესის მე-19 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე დაიწყოს გამოძიება;”

2. წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია