საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 28 სექტემბრის №263/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
125/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-19
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.007.360
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 28 სექტემბრის №263/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.360

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   

ბრძანება №125/ნ

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 28 სექტემბრის   №263/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­­ცია­ლური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფე­როში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 28 სექტემბრის №263/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონ­მდებ­ლო მაცნე III,  2004 წ., №112, მუხ. 994)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დეპარტამენტს სტრუქტურული ქვედანაყოფები არ გააჩნია.”;

ბ) დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-9 და მე-10 პუნქტები;

გ) დებულების მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია