საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1267
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-02-20
გამოქვეყნების თარიღი
1998-03-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10)  71-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვის „დარღვევისაკენ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვენერიტეტის ხელყოფისაკენ, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი“, ხოლო ამავე ნაწილის სანქციაში სიტყვები „სამ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთიდან ოთხ წლამდე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე,

თბილისი,

1998 წლის 20 თებერვალი.

№1267-IIს

კრებსითი — სრული ვერსია