საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1233
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-02-18
გამოქვეყნების თარიღი
1998-03-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1711 მუხლი:

მუხლი 1711. აშკარად ყალბი რეკლამის გავრცელება

რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს, რეკლამის მწარმოებელს ან რეკლამის გამავრცელებელს განძრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და იწვევს მნიშვნელოვან ზიანს,  –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათასიდან ათი ათას ლარამდე.“.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 126-ე მუხლის მე-4 ნაწილს ციფრების „171-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1711“.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 18 თებერვალი.

№1233-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია