სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.007.213
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №303
2005 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა”, ,,ე” და ,,ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა თანდართული ნუსხა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 თებერვლის №148 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ”.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკადრო ქვედანაყოფებმა ყოველი კვირის ბოლოს უზრუნველყონ სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარ სამმართველოში სამინისტროს სისტემაში თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ მონაცემების წარმოდგენა.
4. ბრძანების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა.
6. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ბრეგაძე
მოვალეობის შემსრულებელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №475-სსმIII, №56, 13.05.2005წ., მუხ.625
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის ბრძანება №217-სსმIII, №27,28.02..2006წ., მუხ.332
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის ბრძანება №460-სსმIII, №50,12. 04. 2006წ., მუხ.633
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემრის ბრძანება №1369-სსმIII, №160, 29.11. 2006წ., მუხ.2190
5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1433-სსმIII, №167,13.12. 2006წ., მუხ.2264
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 23 თებერვლის ბრძანება №294-სსმIII, №28, 02.03. 2007წ., მუხ.339
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 მაისის ბრძანება №768-სსმIII, №77, 01.06. 2007წ., მუხ.834
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 ივნისის ბრძანება №662-სსმIII, №85, 17.06. 2008წ., მუხ.931
9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 9 აგვისტოს ბრძანება №1043-სსმIII, №104, 24.08. 2009წ., მუხ.1161
10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 6 აგვისტოს ბრძანება №1074-სსმIII, №107, 31.08. 2009წ., მუხ.1228
11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №1280-სსმIII, №127, 20.10. 2009წ., მუხ.1468
12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის ბრძანება № 301-სსმIII,№31,24.03.2010წ.,მუხ.465
13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის ბრძანება № 838 -სსმIII,№ 126 , 01 . 10 .2010წ.,მუხ. 1833
14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება № 903-სსმIII,№140, 29. 10 .2010წ.,მუხ.
15. ძალადაკარგულია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1032 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა
ნუსხა
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:
1. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;
2. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
3. სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი;
4. სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
5. სამინისტროს სამმართველოს უფროსი;
6. სამინისტროს სამსახურის უფროსი;
7. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსები;
8. (ამოღებულია) .
9. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მოადგილე (გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა);
10. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 23 თებერვლის ბრძანება №294-სსმIII, №28, 02.03. 2007წ., მუხ.339
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 ივნისის ბრძანება №662-სსმIII, №85, 17.06. 2008წ., მუხ.931
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება № 838-სსმIII,№126, 01.10.2010წ.,მუხ.1833
მუხლი 11.
1. ამ ნუსხის პირველი მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება № 838-სსმIII,№126, 01.10.2010წ.,მუხ.1833
მუხლი 2.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში უმცროს და უფროს ოფიცერთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების, უმცროს და უფროს ოფიცერთა მორიგი სამხედრო წოდებისა და უფროსი სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო და სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება (გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებისა, რომელსაც ვადაზე ადრე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი) ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეების (გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შტატგარეშე მოსამსახურეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მოადგილეების მიერ საკურატორო სფეროების მიხედვით, ხოლო მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფების შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 მაისის ბრძანება №768-სსმIII, №77, 01.06. 2007წ., მუხ.83
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის ბრძანება № 301-სსმIII,№31,24.03.2010წ.,მუხ.465
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება № 838-სსმIII,№126, 01.10.2010წ.,მუხ.1833
მუხლი 3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების (საკურატორო სფეროების მიხედვით) მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:
1. სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2. სამინისტროს სამსახურის უფროსის მოადგილე;
3. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;
4. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
5. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
6. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
7. სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;
8. სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;
9. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
10. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
11. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;
12. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე
13. სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
14. სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
15. სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსი;
16. სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
17. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოს, სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი (გარდა საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსისა).
18. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოების, სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
19. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსი;
20. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე.
21. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
22. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
23. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;
24. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
25. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსი;
26. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
27. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსი
28. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
29. სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის ბრძანება №217-სსმIII, №27,28.02..2006წ., მუხ.332
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის ბრძანება №460-სსმIII, №50,12. 04. 2006წ., მუხ.633
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 23 თებერვლის ბრძანება №294-სსმIII, №28, 02.03. 2007წ., მუხ.339
მუხლი 31.
1. მე-3 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს კურატორი მ ი ნისტრის მოადგილის ბრძანებით, მათი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.
2. მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში მე-3 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში მოვალეობის დაკისრება ხდება მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.
3. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სამმართველოებში, ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალი ნუსხის მე-3 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს ამავე მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება № 838-სსმIII,№126, 01.10.2010წ.,მუხ.
მუხლი 4.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, აგრეთვე, საშუალო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების მიერ, საკურატორო სფეროების მიხედვით (ნუსხით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ყველა მოსამსახურეს (ნუსხის 1-ლი და მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, ამასთან რიგი-თი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს სამინისტროს საკადრო დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს (ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეების გარდა) უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ვადიანი სამხედრო საკონ ტრ აქტო სამსახურის გასავლელად მოქალაქეებს ჩარიცხავს, უმცროს სპეციალურ წოდებას მიანიჭებს, ვადიანი საკონტრაქტო სამსახურიდან ამორიცხავს, სამსახურიდან დათხოვნის ა ს „რიგითის “ სამხედრო წოდებას მიანიჭებს და ჩარიცხავს სამხედრო ძალების რეზერვში ამავე დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებს უმცროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
შენიშვნა: (ამოღებულია).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემრის ბრძანება №1369-სსმIII, №160, 29.11. 2006წ., მუხ.2190
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1433-სსმIII, №167,13.12. 2006წ., მუხ.2264
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №1043-სსმIII, №104, 24.08. 2009წ., მუხ.1161
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება № 838-სსმIII,№126, 01.10.2010წ.,მუხ.
მუხლი 5.
1. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის ( დირექტორი , გარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორისა , უფროსი ), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის , სამინისტროს სამმართველოს უფროსის , სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან , თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგა - ნოებიდან დათხოვნილ იქნებიან :
ა) სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
ბ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
გ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
დ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
ე) სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ვ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ზ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
თ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ი) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი; ასეულის მეთაური:
კ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ლ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე - გამომძიებელი;
მ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ნ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
ო) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
პ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
ჟ) დეტექტივი-გამომძიებელი;
რ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი - გამომძიებელი; მთავარი ექსპერტი;
ს) უფროსი ინსპექტორი; უფროსი ინსპექტორი – გამომძიებელი; ექსპერტი;
ტ) ქვეგანყოფილების უფროსი; ქვეგანყოფილების უფროსი – გამომძიებელი; ოცეულის მეთაური;
უ) ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე; ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი; ათეულის მეთაური;
ფ) დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი;
ქ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; უფროსი ოპერატიული თანამშრომელი - გამომძიებელი; უბნის უფროსი ინსპექტორი; მთავარი სპეციალისტი; უფროსი მოიერიშე; უფროსი ექსპერტი;
ღ) ინსპექტორი; ინსპექტორი-გამომძიებელი; ოპერატიული თანამშრომელი; ოპერატიული თანამშრომელი- გამომძიებელი; უბნის ინსპექტორი; წამყვანი სპეციალისტი; მოიერიშე; ექსპერტი;
ყ) უმცროსი ინსპექტორი; უბნის უმცროსი ინსპექტორი; სპეციალიტი;
შ) თანამშრომელი;
ჩ) უმცროსი თანამშრომელი;
ც) დამხმარე მოსამსახურე.
2. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამმართველოს უფროსის, სამსახურის უფროსის არყოფნისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით.
შენიშვნა: (ამოღებულია).
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა პირს შეიძლება დაევალოს სამინისტროს დეპ არტამენტის ხელმძღვანელის (გარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორისა) , სამინისტროს მთავარი სამმართველოს, სამინისტროს სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამსახურის უფროსის ბრძანებით, მათი არყოფნის შემთხვევაში ამავე დანაყოფის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ან დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილის ბრძანებით. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს (მე-5 მუხლით განსაზღვრულ პირებს) დროებით მოვალეობას აკისრებს კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №475-სსმIII, №56, 13.05.2005წ., მუხ.625
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1433-სსმIII, №167,13.12. 2006წ., მუხ.2264
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 მაისის ბრძანება №768-სსმIII, №77, 01.06. 2007წ., მუხ.834
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 ივნისის ბრძანება №662-სსმIII, №85, 17.06. 2008წ., მუხ.931
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №1074-სსმIII, №107, 31.08. 2009წ., მუხ.1228
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის ბრძანება № 838-სსმIII,№126, 01.10.2010წ.,მუხ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება № 903-სსმIII,№140, 29.10.2010წ.,მუხ.2010
მუხლი 6. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმე-ბაშეწყვეტა) ხდება საჯარო სამართლის იურიდიუ-ლი პირის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემრის ბრძანება №1369-სსმIII, №160, 29.11. 2006წ., მუხ.2190
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1433-სსმIII, №167,13.12. 2006წ., მუხ.2264
მუხლი 7. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1433-სსმIII, №167,13.12. 2006წ., მუხ.2264
მუხლი 8 . ნუსხის მე -5 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურეებისათვის , უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დეპარტამენტის ხელმძღვანელის ( დირექტორი , გარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორისა , უფროსი ), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის , სამინისტროს სამმართველოს უფროსის და სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №475-სსმIII, №56, 13.05.2005წ., მუხ.625
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №1074-სსმIII, №107, 31.08. 2009წ., მუხ.1228
მუხლი 9. სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყველა მოსამსახურეს ( ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა ) თანამდებობაზე ნიშნავს , თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს , ამასთან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს , სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს , რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს , აგრეთვე , უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №475-სსმIII, №56, 13.05.2005წ., მუხ.625
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1433-სსმIII, №167,13.12. 2006წ., მუხ.2264
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 მაისის ბრძანება №768-სსმIII, №77, 01.06. 2007წ., მუხ.834
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №1074-სსმIII, №107, 31.08. 2009წ., მუხ.1228
მუხლი 10 . მინისტრის მოადგილის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში სამინისტროს მოსამსახურეების თანამდებობრივი გადაადგილება (დანიშვნა-გათავისუფლება) განხორციელდეს კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და/ან გათავისუფლება ამ ბრძანებით ერთდროულად განეკუთვნება კურატორი მინისტრის მოადგილისა და მის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის ხელმძღვანელის ან სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელების კომპეტენციას (პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის ბრძანება №217-სსმIII, №27,28.02..2006წ., მუხ.332
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის ბრძანება №460-სსმIII, №50,12. 04. 2006წ., მუხ.633
მუხლი 11. მინისტრის ერთი მოადგილის საკურატორო დანაყოფიდან მინისტრის მეორე მოადგილის საკურატორო დანაყოფში სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილებისას, შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მინისტრის ის მოადგილე, რომლის საკურატორო დანაყოფში ხდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის ბრძანება №460-სსმIII, №50,12. 04. 2006წ., მუხ.633
მუხლი 12
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ან მინისტრის საკურატოროში შემავალ ერთ-ერთ დანაყოფში სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, ტერიტორიული ორგანოდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან მოსამსახურეთა (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობრივი გადაადგილე ბა (დანიშვნა-გათავისუფლება) ხდება მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მისი არყოფნისას მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 ივნისის ბრძანება №662-სსმIII, №85, 17.06. 2008წ., მუხ.931
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება № 838-სსმIII,№126, 01.10.2010წ.,მუხ.
მუხლი 13
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებაში მოსამსახურეთა (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობრივი გადაადგილებისას (დანიშვნა-გათავისუფლება) შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მინისტრის ის მოადგილე, რომლის საკურატორო სფეროშიც ხდება პირის თანამდებობაზე დანიშვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 ივნისის ბრძანება №662-სსმIII, №85, 17.06. 2008წ., მუხ.931
მუხლი 14.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით, ხოლო მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და დათხოვნა ხდება მინისტრის მიერ განსაზღვრული მინისტრის მოადგილის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 ივნისის ბრძანება №662-სსმIII, №85, 17.06. 2008წ., მუხ.931
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №1280-სსმIII, №127, 20.10. 2009წ., მუხ.1468
მუხლი 15.
35 წელს გადაცილებული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების ბრძანებას გამოსცემს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის მოადგილე საკურატორო სფეროების მიხედვით, ხოლო მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში მინისტრის პირველი მოადგილე, მისი არყოფნისას მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება № 838-სსმIII,№126, 01.10.2010წ.,მუხ.