განათლების განყოფილების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის 2001 წლის 17 მაისს №111 ბრძანებში დამატების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
129
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-01
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.007.198
განათლების განყოფილების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის 2001 წლის 17 მაისს №111 ბრძანებში დამატების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.198

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №129

2005 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

,,განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2001 წლის 17 მაისის №111 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” მე-5 მუხლის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2001 წლის 17 მაისის №111 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №54, მუხ. 402) დამტკიცებულ განათლების განყოფილების ტიპური დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) ერთიანი ეროვნული გამოცდების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ხელს უწყობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მას სათანადო ფართით.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ალ. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია