“თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებიტ დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
109
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-04
სარეგისტრაციო კოდი
430.010.000.22.022.007.184
“თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებიტ დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.181

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №109

2005 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

,,თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ კანონის” 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,განათლების შესახებ” კანონის პირველი მუხლის ,,თ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., მუხ. 355) დამტკიცებული წესდების II თავის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის შემდეგი ნაწილი:

,,ფრიადოსან კურსდამთავრებულს უფლება აქვს გასაუბრების წესით ჩაირიცხოს და სწავლა გააგრძელოს უმაღლესი სასწავლებლის II და III კურსზე შესაბამისი სპეციალობით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამების საფუძველზე გახანგრძლივებული სპეციფიკური სას­წავლო გეგმით სრული თეორიული კურსის დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩატარების შემდეგ გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი)”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია