საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
20-ორგ
მიმღები ორგანო
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2005-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-23
სარეგისტრაციო კოდი
010.230.000.20.013.007.169
საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.007.169

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის   

ბრძანება №20-ორგ

2005 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №50, მუხ. 471) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. რეგლამენტის მე-3 მუხლს დაემატოს ,,ო” პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ო) პერსონალის სწავლებისა და მართვის ცენტრი”.

2. რეგლამენტს დაემატოს მე-14 მუხლი შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 14. პერსონალის სწავლებისა და მართვის ცენტრი

უზრუნველყოფს პერსონალის ტრენინგების თანამედროვე სისტემის დანერგვას, კონტროლის პალატის პერსონალის მართვის ერთიანი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მეთოდურ-პრაქტიკული და ორგანიზაციული სისტემის შექმნასა და კოორდინირებას, აწყობს ტრენინგებს, ზოგად სამომხმარებლო და ადმინისტრირების კომპიუტერული სისტემებისა და ინტერნეტის შესასწავლად ატარებს დისკუსიებს, თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს, აანალიზებს სასწავლო პროცესების შედეგებს, ახდენს მიღწეული შედეგებისა და პრობლემების განზოგადებას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.”.

    მუხლი 2

 წარმოდგენილი დამატებები გაეცნოს კონტროლის პალატის საჯარო მოსამსახურეებს.

    მუხლი 3

 ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. სოსელია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია