“სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახურების რეგირტრაციის სამსახუურების ტიპიური დებულებების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაოაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
505
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-22
სარეგისტრაციო კოდი
010.320.020.22.027.007.154
“სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახურების რეგირტრაციის სამსახუურების ტიპიური დებულებების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაოაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.027.007.154

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №505

2005 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

,,სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანების (სსმ III, 2004წ. №132, მუხ. 1162) №4 დანართის – სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ნუსხის №16 ჩანაწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,16. ახალქალაქის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური”.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (გ. შონვაძე) და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტმა (ი. ფორჩხიძე) უზრუნველყონ ახალქალაქის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის გაფორმება-გაცემისათვის აუცილებელი ტექნიკით.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

კრებსითი — სრული ვერსია