საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
698
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-05-13
გამოქვეყნების თარიღი
1997-06-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.10) ამოღებულ იქნეს 2411 მუხლი.

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.11) 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „2411 მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით“, ხოლო მეოთხე ნაწილიდან – სიტყვები „2411 მუხლის მეორე ნაწილი“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                          ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 13 მაისი.

N698


კრებსითი — სრული ვერსია