სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპიური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
458
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-18
სარეგისტრაციო კოდი
010.320.020.22.027.007.142
სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპიური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.142

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №458

2005 წლის 16 მარტის

ქ. თბილისი

„სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანების (სსმ III, 2004წ. №132, მუხ. 1162) №4 დანართის – სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ნუსხის №37-ე ჩანაწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. მარნეულის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური”.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (გ. შონვაძე) და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტმა (ი. ფორჩხიძე) უზრუნველყონ მარნეულის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის გაფორმება-გაცემისათვის აუცილებელი ტექნიკით.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია