სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.140
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №455
2005 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №123 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.683
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის ქართულენოვანი პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის ფორმა) თანდართული ნიმუში (დანართი №1);
პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.
პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.
საქართველოს მოქალაქის ქართულენოვანი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანართი №1):
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;
დ) დაბადების ადგილი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) ფოტოსურათი;
ზ) პირადი ხელმოწერა;
თ) მისამართი;
ი) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
კ) მოწმობის გაცემის თარიღი;
ლ) მოწმობის მოქმედების ვადა;
მ) რეგისტრაციის თარიღი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ო) რელიეფური ბეჭედი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 26 აპრილის ბრძანება №719 - სსმ III, №50, 26.04.2005 წ., მუხ.525
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანება №596 - სსმ III, №83, 21.06.2006 წ., მუხ.1107
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №123 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.683
11. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის ქართულ-აფხაზურენოვანი პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის საბუთის) თანდართული ნიმუში (დანართი №2);
პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“ და მოწმობის დასახელება ქართულ და აფხაზურ ენაზე და საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.
პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.
საქართველოს მოქალაქის ქართულ-აფხაზურენოვანი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს ქართულ და აფხაზურ ენაზე (დანართი №2):
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;
დ) დაბადების ადგილი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) ფოტოსურათი;
ზ) პირადი ხელმოწერა;
თ) მისამართი;
ი) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
კ) მოწმობის გაცემის თარიღი;
ლ) მოწმობის მოქმედების ვადა;
მ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ნ) რელიეფური ბეჭედი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №1885 - სსმ III, №120, 19.10.2005 წ., მუხ.1346
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანება №596 - სსმ III, №83, 21.06.2006 წ., მუხ.1107
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №123 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.683
12. პირადობის მოწმობის ბლანკზე დატანილ იქნეს პირადობის მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური სერია და ნომერი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №123 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.683
2. დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკების დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №123 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.683
3. ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკი ძალაშია მათ სრულ გახარჯვამდე.
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 26 აპრილის ბრძანება №719 - სსმ III, №50, 26.04.2005 წ., მუხ.525
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №1885 - სსმ III, №120, 19.10.2005 წ., მუხ.1346
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანება №596 - სსმ III, №83, 21.06.2006 წ., მუხ.1107
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №123 - სსმ III, №59, 18.04.2008 წ., მუხ.683
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანება №596 - სსმ III, №83, 21.06.2006 წ., მუხ.1107