საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი
1993-03-17
გამოქვეყნების თარიღი
1993-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 1960 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 661 მუხლი.

„მუხლი 661. დაქირავებული პირის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საბრძოლო მოქმედებაში

დაქირავებული პირის მონაწილეობა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში მატერიალური გასამრჯელოს, რაიმე გამორჩენის მიღების მიზნით, ან ასეთი მონაწილეობა სხვა ქვენაგრძნობით, თუ ეს პირი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე ან არ ცხოვრობს მის ტერიტორიაზე მუდმივად და არა აქვს უფლებამოსილება ოფიციალური მოვალეობების შესასრულებლად იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში ან საბრძოლო მოქმედებაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე .

იგივე მოქმედება თუ მას მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ზარალი ან სხვა მძიმე შეგედი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მას მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ან ისჯება სიკვდილით“.

2. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური                                      ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი                                                                ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1993 წლის 17 მარტი.

კრებსითი — სრული ვერსია