ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნომებრის №589 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
197
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-07
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.007.118
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნომებრის №589 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.118

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №197

2005 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №589 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №589 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №126, მუხ. 1119) დამტკიცებულ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური სამსახურები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიცია, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები;”

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

სპეციალური სიგნალების, ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის შუქურის დაყენება-გამოყენების ნებართვა გაიცემა ოპერატიულ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის, ხანძარსაწინააღმდეგო, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელ სამსახურებზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.”

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.

ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია