საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მოქმედების შეჩერების შესახებ
იმის გამო, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 15 ნოემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულია საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
შეჩერებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დეზერტირობისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 23 მაისი.