,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
249
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-25
სარეგისტრაციო კოდი
040.110.050.10.003.001.193
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2008 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №141, მუხლი 1556) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 71 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) დებულებას დაემატოს 72 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 72

სახელმწიფო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება, ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 20 დეკემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია