,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
248
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-25
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.001.192
,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248

2008 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომი­სიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №132, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირ­ველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობ­ლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემად­გენ­ლო­ბით:

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის პირველი მოადგილე

ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური გან­­ვი­თა­­რების მინისტრი, კომისიის თავმ­ჯ­­დომარის მოადგილე

კობა სუბელიანი – საქართველოს ლტოლვილთა და გან­­სახლების მინის­ტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინი­ს­ტრი რეგიონული მართვის საკით­ხებში.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-სა­ბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზ. მელიქიშვილს, სა­ქარ­თველოს პარ­ლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკო­ნო­მი­კური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს გ. მელაძეს, სა­ქარ­თველოს კონტროლის პა­ლატის თავმჯდომარეს ლ. ბე­ჟა­შვი­ლს, ქალაქ თბილისის მერს გ. უგუ­ლავას და საქართველოს ეროვ­ნუ­ლი ბანკის პრეზიდენტის მოვა­ლეობის შემსრულებელს დ. ამა­ღ­­ლობელს მონაწილეობა მიიღონ სა­ხელ­მწიფო საშინაო ვა­ლის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშა­ო­ბაში წევრის სტატუსით.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პირველი ვიცე-პრემიერი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია