აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების უფლებამოსილების ჩამორთმევისა და სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
25/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-12
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.007.054
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების უფლებამოსილების ჩამორთმევისა და სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.054

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება № 25/ნ

2005 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების უფლებამოსილების ჩამორთმევისა და სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის ,,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №472 ბრძანებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩამოერთვას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების უფლებამოსილება.

2. დამტკიცდეს:

ა) სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1);

ბ) ძალადაკარგულია .

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №311/ნ-სსმIII, №143, 09.12.2005წ.; მუხ.1587

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სალიცენზიო ფორმის დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2004 წ., №13, მუხლი 716) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №18/ნ ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

შეტანილი ცვლილებები :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №311/ნ-სსმIII, №143, 09.12.2005წ.; მუხ.1587

2. ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 12 ივნისის ბრძანება №01-34/ ნ - ვებგვერდი , 13.06.2012 წ .


დანართი 1

                                                         

 

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო

სერია       სალიცენზიო მოწმობა        № 00000

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

იურიდიული / ფიზიკური პირი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამედიცინო საქმიანობის სახე -------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სალიცენზიო მოწმობა გაცემულია :

 

  საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

200  წლის   „--------“ „----------------“  №     ბრძანების საფუძველზე .

მინისტრი _________________                        ბ . ა .

 


დანართი 2

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №311/ნ-სსმIII, №143, 09.12.2005წ.; მუხ.1587

დანართი 2/ა

ძალადაკარგულია -   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №311/ნ-სსმIII, №143, 09.12.2005წ.; მუხ.1587                                                                           

დანართი 2/ბ

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №311/ნ-სსმIII, №143, 09.12.2005წ.; მუხ.1587

 

კრებსითი — სრული ვერსია