უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანოზაციის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 აგვისტოს №214/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
316/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-08
სარეგისტრაციო კოდი
280.070.120.22.035.000.888
უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანოზაციის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 აგვისტოს №214/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.120.22.035.006.888

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №316/ნ

2004 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის” 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 აგვისტოს №214/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის” 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 აგვისტოს №214/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებულ (სსმ III,  30.08.2004 წ., №94, მუხ. 800) დანართ 2-ში (საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების შემსრულებლებთან ანგარიშსწორების წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ინახება სოციალური, ჯანმრთელობისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის სამმართველოში, თითო ეგზემპლარი – სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან და შემსრულებელთან, ერთი ეგზემპლარი – იურიდიულ დეპარტამენტში, ერთი ეგზემპლარი საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტში. ხელშეკრულების ასლის ერთ ეგზემპლარს სოციალური, ჯანმრთელობისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის სამმართველო წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია