ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
248
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2004-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-16
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.006.837
ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.006.837

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №248

2004 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 42-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 20 სექტემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ” დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 12 მარტის №8 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასი განისაზღვროს 7 ლარის ოდენობით.

2. ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტები აღირიცხოს ბალანსგარეშე ანგარიშზე – ,,ნუმიზმატიკური დანიშნულების ფასეულობა” – ნომინალური ღირებულებით, სათანადო ბარათის შედგენით (რომელშიც უნდა მიეთითოს ნომინალი, სერია, ნომერი).

3. აღნიშნული ბანკნოტების რეალიზაცია ყველა ცალკეულ შემთხვევაში მოხდეს შემძენის ვინაობის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №62/04 - ვებგვერდი, 17.08.2011 წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია