“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტტა რიგითობის დადგენის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
57/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-07
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.006.749
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტტა რიგითობის დადგენის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.749

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №57/2004

2004 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტთა რიგითობის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების (პარტია/საარჩევნო ბლოკი) მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მიენიჭოთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ სუბიექტებს ჰქონდათ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 28 მარტის ხელახალი არჩევნებისათვის.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  ზ. ნონიკაშვილი       

კომისიის მდივანი  კ. კვიტაიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია