( ძალადაკარგულია - 23.03.2021, № 01-22/ ნ )
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების
მინისტრის ბრძანება №412
2004 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
�საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის �ნ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში � სამინისტრო) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში � დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, �საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� და �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
��� მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი;
დ) საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებების თაობაზე სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება;
ე) სამინისტროს ავტორიტეტის განმტკიცებისათვის ზრუნვა და სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
თ) მოქალაქეებისა და საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტებისა და პროგრამების პროექტების მომზადება.
��� მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმა;
ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისგან, თანამდებობის პირებისგან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, წერილები, საჩივრები და წინადადებები;
დ) მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში;
ე) თავისი საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით მოამზადოს და წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო პროგრამათა პროექტები.
��� მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
��� მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტი იყოფა სამმართველოებად, რომლებსაც ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები.
2. სამმართველოს უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის სამმართველოებია:
ა) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო;
4. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია:
ა) პრესაში, ტელე- და რადიომაუწყებლობაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოთქმული მოსაზრებების შესწავლა და ანალიზი;
�ბ) მასმედიის საშუალებებით საზოგადოების ოპერატიული ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებულ მოსაზრებებზე პოზიციის გამოხატვა და შესაბამისი რეაგირება;
დ) მასმედიასთან ურთიერთობის სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ე) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციული და საცნობარო ხასიათის მასალების (ბიულეტენები, ბუკლეტები და სხვ.) მომზადება.
5. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია:
ა) მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივი ჯგუფების უფლება-მოვალეობათა შესახებ;
გ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონით დადგენილ წესითა და ვადებში;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა;
ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, საზოგადოებრივი განწყობის შეფასება, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით წინადადებების მომზადება სამინისტროს მუშაობის სრულყოფის მიზნით; საჯარო აზრზე ზეგავლენის მოხდენა ურთიერთთანხმობისა და გამჭვირვალობის კუთხით;
ვ) სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ზ) სამინისტროს გარშემო არსებული სიტუაციის კვლევა და ანალიზი;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ანალიზი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
ი) სამინისტროს მიერ საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში.
6. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელთაც ამტკიცებს მინისტრი.