“სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
657
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2004-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-10
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.22.033.006.739
“სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.033.006.739

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №657

2004 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებით დამტკიცებულ  №2 დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ვბრძანებ:

1. „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №79, მუხ. 83) დამტკიცებულ №2 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

სიტყვები „გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი“ შეიცვალოს შემდეგნაირად: „საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია