“საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1209
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-10-01
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-05
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.006.725
“საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.006.725

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №1209

2004 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებით დამტკიცებული საერთო რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესის (სსმ III, 1999წ., №71(78), მუხ.1095) მე-15 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ პირებს უფლება აქვთ დაწესებულებაში ისარგებლონ მობილური ტელეფონით, აუდიო და ვიდეო აპარატურით.”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია