“კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2004-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-22
სარეგისტრაციო კოდი
220.010.000.08.009.006.682
“კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.682

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №31

2004 წლის 15 სექტემბერი

 ქ. თბილისი

,,კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი  მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს  ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის        7 ივნისის  №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობის  გათვალისწინებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

„კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილებაში (სსმ III, №61, 15.06.2004წ., მუხლი 533) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 13 პროცენტი;”.

2. პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 0 პროცენტი.”

3. ამოღებულ იქნეს 11 პუნქტი.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 1 ოქტომბრიდან.

თავმჯდომარე                  ი. მანაგაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია