“სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1111
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2020-09-21
სარეგისტრაციო კოდი
470.130.000.11.106.006.667
“სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელების სრულყოფის შესახებ”

 

(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1111

2004 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების სისტემაში ანტიტუბერკულოზური პროგრამის განხორციელების სრულყოფის შესახებ

იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის 2004 წლის 7 მაისს დადებული სამმხრივი ხელშეკრულების ტექნიკური ოქმის 3.3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყველა დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსებს დაევალოს ახლად შემოსულ სპეც. კონტინგენტზე ტუბერკულოზზე საეჭვო ავადმყოფთა გამოსავლენი დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება და კონტროლი.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულების პასუხისმგებელ მორიგე ოფიცერს დაევალოს ყოველი ახალშემოსული პატიმრის სამედიცინო პერსონალთან ოპერატიულად წარდგენა.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია