“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-08
სარეგისტრაციო კოდი
010.150.020.13.007.006.655
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.150.020.13.007.006.655

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №53/2004

2004 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის კანონით გათვალისწინებული საბუთების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 10 სექტემბრის 18 საათისა.

    მუხლი 2

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის მოწვევის ვადად განისაზღვროს 2004 წლის 14 სექტემბერი.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი

კომისიის მდივანი  კ. კვიტაიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია