სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.11.117.006.635
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №550
2004 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №477 - სსმ III, №66, 14.05.2007წ., მუხ.741
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №477 - სსმ III, №66, 14.05.2007წ., მუხ.741
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის გამგებლობაში შეიქმნას შემდეგი საგადასახადო ორგანოები:
ა) თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ბ) ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
გ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
დ) ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ე) ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ვ) გორის საგადასახადო ინსპექცია;
ზ) თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
თ) ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
ი) (ამოღებულია);
კ) გურიის საგადასახადო ინსპექცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №477 - სსმ III, №66, 14.05.2007წ., მუხ.741
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1098 - სსმ III, №139, 05.10.2007წ., მუხ.1524
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1140 - სსმ III, №144, 16.10.2007წ., მუხ.1610
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №1225 - სსმ III, №169, 29.11.2007წ., მუხ.1874
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №57 - სსმ III, №9, 22.01.2008წ., მუხ.106
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №192 - სსმ III, №32, 29.02.2008წ., მუხ.353
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის ბრძანება №296 - სსმ III, №47, 28.03.2008წ., მუხ.530
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №591 - სსმ III, №100, 15.07.2008წ., მუხ.1108
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №806 - სსმ III, №157, 29.10.2008წ., მუხ.1571
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №443 - სსმ III, №88, 20.07.2009წ., მუხ.941
2. ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო ორგანოების სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №604 - სსმ III, №104, 23.09.2004წ., მუხ.897
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №477 - სსმ III, №66, 14.05.2007წ., მუხ.741
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1098 - სსმ III, №139, 05.10.2007წ., მუხ.1524
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საგადასახადო ინსპექციები შეიქმნას ამ ბრძანების მე-5 პუნქტში მითითებული შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გზით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №604 - სსმ III, №104, 23.09.2004წ., მუხ.897
4. შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის და აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის შექმნის წესი და დებულებები განისაზღვრება და მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №477 - სსმ III, №66, 14.05.2007წ., მუხ.741
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №192 - სსმ III, №32, 29.02.2008წ., მუხ.353
5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ფუნქციონირება შეწყვიტონ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო, დიდუბე-ჩუღურეთის ზონალურ, მთაწმინდა-კრწანისის ზონალურ, გლდანი-ნაძალადევის ზონალურ, ისან-სამგორის ზონალურ, თელავის საოლქო, საგარეჯოს ზონალურ, გურჯაანის ზონალურ, დედოფლისწყაროს რაიონულ, სიღნაღის რაიონულ, ლაგოდეხის რაიონულ, ყვარლის რაიონულ, ახმეტის რაიონულ, რუსთავის საოლქო, მარნეულის ზონალურ, ბოლნისის ზონალურ, გარდაბნის ზონალურ, თეთრიწყაროს რაიონულ, წალკის რაიონულ, დმანისის რაიონულ, მცხეთის საოლქო, ახალგორის რაიონიულ, დუშეთის რაიონულ, თიანეთის რაიონულ, ყაზბეგის რაიონულ, გორის საოლქო, ხაშურის ზონალურ, ქარელის რაიონულ, კასპის რაიონულ, ახალციხის საოლქო, ახალქალაქის ზონალურ, ბორჯომის ზონალურ, ნინოწმინდის რაიონულ, ადიგენის რაიონულ, ასპინძის რაიონულ, ქუთაისის საოლქო, ზესტაფონის ზონალურ, ჭიათურის ზონალურ, სამტრედიის ზონალურ, წყალტუბოს ზონალურ, თერჯოლის რაიონულ, ხარაგაულის რაიონულ, ტყიბულის რაიონულ, საჩხერის რაიონულ, ვანის რაიონულ, ხონის რაიონულ, ბაღდათის რაიონულ, ფოთის საოლქო, ზუგდიდის საოლქო, სენაკის ზონალურ, მესტიის რაიონულ, წალენჯიხის რაიონულ, ხობის რაიონულ, აბაშის რაიონულ, მარტვილის რაიონულ, ჩხოროწყუს რაიონულ, ოზურგეთის საოლქო, ლანჩხუთის რაიონულ, ჩოხატაურის რაიონულ, ამბროლაურის საოლქო, ლენტეხის რაიონულ, ონის რაიონულ, ცაგერის რაიონულ, ბათუმის საოლქო, ქობულეთის ზონალურ, ხელვაჩაურის ზონალურ, ქედის რაიონულ, შუახევის რაიონულ და ხულოს რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა.
6. (ძალადაკარგულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №671 - სსმ III, №92, 05.08.2005წ., მუხ.1047
7. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლება-მოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №299 ბრძანება;
ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2004 წლის 19 მაისის №336 ბრძანება.
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით გალეგაშვილს.
9. ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 ოქტომბრიდან.
ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №604 - სსმ III, №104, 23.09.2004წ., მუხ.897
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №671 - სსმ III, №92, 05.08.2005წ., მუხ.1047
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 მაისის ბრძანება №477 - სსმ III, №66, 14.05.2007წ., მუხ.741
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1098 - სსმ III, №139, 05.10.2007წ., მუხ.1524
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1140 - სსმ III, №144, 16.10.2007წ., მუხ.1610
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №1225 - სსმ III, №169, 29.11.2007წ., მუხ.1874
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №57 - სსმ III, №9, 22.01.2008წ., მუხ.106
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №192 - სსმ III, №32, 29.02.2008წ., მუხ.353
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის ბრძანება №296 - სსმ III, №47, 28.03.2008წ., მუხ.530
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №591 - სსმ III, №100, 15.07.2008წ., მუხ.1108
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №806 - სსმ III, №157, 29.10.2008წ., მუხ.1571
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №443 - სსმ III, №88, 20.07.2009წ., მუხ.941
13. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის ბრძანება №403 - სსმ III, №55, 18.05.2010წ., მუხ.856
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური
დებულება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №671 - სსმ III, №92, 05.08.2005წ., მუხ.1047