სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.602
საქართველოს ფიანასთა მინისტრის
ბრძანება № 511
2004 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 თებერვლის საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №4(1), 1999 წ.), საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე № 54(462), 2004 წ.) შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციებში პირველადი აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმძღვანელოდ ,, საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმები“ (დანართი).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №622 - ვებგვერდი, 27.12.2011წ.
2. (ამოღებულია - 20 .12.2011., №622 ).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №622 - ვებგვერდი, 27.12.2011წ.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 1 1 წლის 20 დეკემ ბრის ბრძანება №622 - ვებგვერდი, 27.12 .2011წ.
2. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 1 3 წლის 31 დეკემ ბრის ბრძანება №449 - ვებგვერდი, 31.12 .201 3 წ.