“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიუციის სამინისტრის 21 თებერვლის №67 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
910
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-02
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.11.106.006.601
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიუციის სამინისტრის 21 თებერვლის №67 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.601

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №910

2004 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 21 თებერვლის №67 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 21 თებერვლის №67 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსს III, 2002 წ., №17, მუხ. 156) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის მოსამსახურეებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია