საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
835
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2016-05-03
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.11.106.006.575
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.575

(ძალადაკარგულია  - 03.05.2016 წ. №134)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №835

2004 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი


სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

დებულება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ან ,,საჯარო რეესტრი“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის ფრაგმენტის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.

8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წმინდა ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის 2.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

    მუხლი 2.  სააგენტოს მიზანი და ფუნქციები

1.  სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების (შემდგომში – საჯარო რეესტრი), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

2.  სააგენტოს ფუნქციებია:

ა)  საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;

ბ) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება;

ე) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების მომწესრიგებელი და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ვ) ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის და აეროკოსმოსური გადაღებითი საქმიანობის სფეროში (შემდგომში – ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;

ზ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;

თ) ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისა და რეესტრის წარმოების სისტემის  განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური შინაარსის აქტების პროექტების შემუშავება;

ი) საქართველოს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიების, მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების სწორად ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;

კ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება და სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში (ამობეჭდილი და ციფრული ფორმით) შენახვა;

ლ) სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაბამისი უწყებების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით, სახელმწიფო დანიშნულების შინაარსობრივად განახლებული სხვადასხვა მასშტაბების ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული და სხვადასხვა დანიშნულების თემატიკური ციფრული რუკებით და აეროკოსმოსური სურათებით უზრუნველყოფის ორგანიზება;

მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა, დემარკაციისა და საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფისა და საზღვრების გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემთა ბაზის შექმნის ორგანიზება;

ნ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

ნ1) ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სივრცითი მონაცემების  და მეტამონაცემების მარეგულირებელი ტექნიკური სპეციფიკაციების, რეგლამენტების და ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

ნ2) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერა გეოინფორმაციული კომპონენტის განვითარებაში;

ნ3) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციის და განვითარების კოორდინაცია, მონიტორინგი და ინტეგრაცია სივრცითი მონაცემების ევროპულ ინფრა­სტრუქტურაში;

ნ4) საბაზისო სივრცითი მონაცემების სტანდარტიზაცია და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის ფორმირება, მართვა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ნ5) ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა სივრცითი მონაცემების სფეროში;

ნ6) ცენტრალიზებული საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი;

ნ7) სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტალის საზღვრების კორექტირება/დადგენა;

ნ8) სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო სახსრებით განსახორციელებელი ტენდერის პირობების შეთანხმება და შესრულებული ტოპოგრაფიულ–გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების ხარისხის შემოწმება, მათი მოთხოვნის საფუძველზე;

ნ9) მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება;

ო) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1872

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №239-სსმIII, №172, 31.12.2010წ.; მუხ.2494

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის  ბრძანება №127 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 31.01.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №39 - ვებგვერდი, 1 2 .08.2014 წ.

მუხლი 21. მომსახურების დროული უზრუნველყოფა

1. სააგენტოს მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებით  განსაზღვრულ ვადებში, ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტების დებულებათა შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და საამისოდ აუცილებელი პირობების შექმნა, რათა სააგენტოს ან/და სსიპ - „იუსტიციის სახლის“ მიერ მომსახურება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ბოლო დღის 9.00 საათამდე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.  

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შეტანილი აქვს არაუგვიანეს 12.00 საათისა.

4. წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადამდე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტოს, რა ქმედების განხორციელება/დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენაა საჭირო ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დაცვით.

5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესები არ ვრცელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრებში წარდგენილ განცხადებებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 17 თებერვლის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

მუხლი 3. ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

მუხლი 4. ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №1153-სსმIII, №103, 21.09.2004წ.; მუხ.892

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

მუხლი 5. ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს და ერთპიროვნულად წარმართავს მის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სააგენტოს საქმიანობას ეხება;

გ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების დებულებებს;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ზ) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება (სააგენტოს დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, სააგენტოს წარმომადგენლობის, სააგენტოს თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების და სხვა) მიანდოს სააგენტოს ცალკეულ თანამშრომლებს;

თ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

ი1) საქართველოს იუსტიციის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებს;

კ) საშტატო განრიგის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ლ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს და გაათავისუფლოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

მ) უფლებამოსილია სამსახურებრივი მივლინებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი სადღეღამისო ხარჯების ნორმის ფარგლებს გარეთ, არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის და სხვა შემთხვევებში სააგენტოს თანამშრომლებისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი);

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ო) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;

პ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.

31. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე.

32. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს საკუთარი ინიციატივით.

33. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488- სსმ III, №65, 15.05.2006 წ .; მუხ .838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726- სსმ III, №127, 15.09.2006 წ .; მუხ .1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240- სსმ III, №155, 24.10.2008 წ .; მუხ .1527

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №20- სსმ III, №10, 26.01.2009 წ .; მუხ .96

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227- სსმ III, №156, 22.12.2009 წ .; მუხ .1872

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის  ბრძანება №29 - ვებგვერდი, 03.06.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 31.01.2014 წ.   

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №92 - ვებგვერდი, 12.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი ერთეულებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით.

1¹. სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში შემავალი ერთეული შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე დანაყოფად.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ფუნქციები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი. ცალკეულ შემთხვევებში, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე ბეჭედი და შტამპი.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და მის მოადგილეს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

41. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფის, სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი ერთეულის, სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი ერთეულის დანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მინდობილი ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ცალკეულ თანამშრომელს.

6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მასში შემავალი ერთეულები და დანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელშიც შედის:

ა.ა) ადმინისტრაციის განყოფილება;

ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.დ) კანცელარია (განყოფილება);

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

გ) (ამოღებულია - 21.01.2016; № 118);

დ) (ამოღებულია - 21.01.2016; № 118);

ე) (ამოღებულია - 21.01.2016; № 118);

ვ) შიდა კონტროლის სამსახური;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი, რომელშიც შედის:        

ზ.ა) ადმინისტრაციული წარმოების სამსახური;

ზ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახური;

ზ.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეგიონული განვითარების სამსახური.

თ) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

თ.ა) რეგისტრაციის სამსახური, რომელშიც შედის:

თ.ა.ა) პირველადი რეგისტრაციის განყოფილება;

თ.ა.ბ) შემდგომი რეგისტრაციის განყოფილება;

თ.ა.გ) მიწის ნაკვეთზე და ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განყოფილება;

თ.ა.დ) იპოთეკის რეგისტრაციის განყოფილება.

თ.ბ) ცენტრალიზებული რეგისტრაციისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური, რომელშიც შედის:

თ.ბ.ა) უძრავ ნივთებზე სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლების რეგისტრაციის განყოფილება;

თ.ბ.ბ) მშენებარე უძრავ ნივთებზე საკუთრების და ვალდებულებების რეგისტრაციის განყოფილება;

ი) პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

ი.ა) რეგისტრაციის სამსახური, რომელშიც შედის:

ი.ა.ა) პირველადი რეგისტრაციის განყოფილება;

ი.ა.ბ) ცვლილებების რეგისტრაციის განყოფილება;

ი.ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახური;

ი.გ) მონაცემთა დამუშავების სამსახური, რომელშიც შედის:

ი.გ.ა) ამონაწერის მომზადების განყოფილება;

ი.გ.ბ) საინფორმაციო განყოფილება;

ი.გ.გ) მონაცემთა არქივირების განყოფილება;

კ) შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახური;

ლ) სამისამართო სამსახური, რომელშიც შედის:

ლ.ა) მისამართების რეგისტრაციის განყოფილება;

ლ.ბ) გეოინფორმაციული სისტემების განყოფილება;

ლ.გ) საველე მონაცემების განყოფილება;

მ) საინფორმაციო სამსახური, რომელშიც შედის:

მ.ა) საინფორმაციო სერვისების განყოფილება;

მ.ბ) ამონაწერის მომზადების განყოფილება;

მ.გ) ცნობა–დახასიათებისა და საინვენტარიზაციო გეგმის მომზადების განყოფილება;

მ.დ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის ინფორმაციის განყოფილება;

მ.ე) საკადასტრო ინფორმაციის განყოფილება;

ნ) მონაცემთა და ინფორმაციის ხარისხის კონტროლის სამსახური;

ო) მონაცემთა დამუშავებისა და განახლების სამსახური;

პ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

პ.ა) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური;

პ.ბ) სივრცითი ინფორმაციის სამსახური;

პ.გ) კადასტრის უზრუნველყოფის სამსახური;

ჟ) არქივის სამსახური;

რ) სკანირების სამსახური;

ს) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელშიც შედის:

ს.ა) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახური;

ს.ბ) ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური;

ს.გ) მონაცემთა დამუშავების სამსახური;

ს.დ) მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახური;

ტ) სტატისტიკისა და ანალიზის სამსახური;

უ) მომსახურების ხარისხის განვითარების სამსახური, რომელშიც შედის:

უ.ა) ავტორიზებულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება;

უ.ბ) მომსახურების კოორდინაციისა და ხარისხის განვითარების განყოფილება.

ფ) პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების სამსახური;

ქ) პროექტების მართვის სამსახური;

ღ) საფინანსო–ეკონომიკური სამსახური;

ყ) სამეურნეო სამსახური;

შ) შესყიდვების სამსახური.

7. სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა:

ა.ა) გაგრის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ბ) გალის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.გ) გუდაუთის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.დ) გულრიფშის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ე) ოჩამჩირის სარეგისტრაციო სამსახური;

ა.ვ) სოხუმის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა:

ბ.ა) ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ბ) ქედის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.გ) ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.დ) შუახევის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ე) ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ვ) ხულოს სარეგისტრაციო სამსახური;

გ) გურიის რეგიონი:

გ.ა) ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური;

გ.ბ) ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური;

გ.გ) ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახური;

დ) იმერეთის რეგიონი:

დ.ა) ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ბ) ვანის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.გ) ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.დ) თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ე) სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ვ) საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ზ) ტყიბულის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.თ) ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ი) წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური;

დ.კ) ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.ლ) ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახური;

დ.მ) ხონის სარეგისტრაციო სამსახური;

ე) კახეთის რეგიონი:

ე.ა) ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ბ) გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.გ) დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური;

ე.დ) თელავის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ე) ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ვ) საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური;

ე.ზ) სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური;

ე.თ) ყვარლის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ) რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი:

ვ.ა) ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.ბ) ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.გ) ონის სარეგისტრაციო სამსახური;

ვ.დ) ცაგერის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონი:

ზ.ა) ახალგორის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.ბ) დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.გ) თიანეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.დ) მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური;

ზ.ე) ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი:

თ.ა) აბაშის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ბ) ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.გ) მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.დ) მესტიის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ე) სენაკის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ვ) ფოთის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ზ) ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახური;

თ.თ) წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახური;

თ.ი) ხობის სარეგისტრაციო სამსახური;

ი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:

ი.ა) ადიგენის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.ბ) ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.გ) ასპინძის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.დ) ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.ე) ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახური;

ი.ვ) ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური;

კ) ქვემო ქართლის რეგიონი:

კ.ა) ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ბ) გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.გ) დმანისის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.დ) თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ე) მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ვ) რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური;

კ.ზ) წალკის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ) შიდა ქართლის რეგიონი:

ლ.ა) გორის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.ბ) (ამოღებულია - 31.01.14 №11);

ლ.გ) კასპის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.დ) ქარელის სარეგისტრაციო სამსახური;

ლ.ე) ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური;

მ) ცხინვალის რეგიონი:

მ.ა) ერედვის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.ბ) ქურთის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.გ) ცხინვალის სარეგისტრაციო სამსახური;

მ.დ) ჯავის სარეგისტრაციო სამსახური.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №20-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.96

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.329

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1872

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №239-სსმIII, №172, 31.12.2010წ.; მუხ.2494

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 სექტემბრის  ბრძანება №127 - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 31.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 20.03.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 მარტის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 23.03.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 31.01.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 21 იანვრის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

მუხლი 7. ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის ბრძანება №488-სსმIII, №65, 15.05.2006წ.; მუხ.838

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №3-სსმIII, №2, 08.01.2007წ.; მუხ.18

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

მუხლი 8. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსში.

2. სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ასევე ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

მუხლი 9. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;

დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით, აგრეთვე მის მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;

ვ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ზ) საჩუქრად და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი;

თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

3. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

მუხლი 10. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

გ1) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელე-ბილი ორგანოს მიერ, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №240-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1527

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №227-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1872

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 31.01.2014 წ.

მუხლი 11. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №726-სსმ III, №127, 15.09.2006წ.; მუხ.1686

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 31.01.2014 წ.

კრებსითი — სრული ვერსია