“სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №359 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
785
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2004-06-28
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.11.106.006.538
“სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №359 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.538

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №785

2004 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №359 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.

,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №359 ბრძანებაში (სსმ III, 1999 წ., №71, მუხ. 1089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი”.

2. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დაწესებულებების პირად შემადგენლობასა და კომისიის წევრებს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია