“ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
402
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2004-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2004-06-25
სარეგისტრაციო კოდი
220.250.000.11.117.006.531
“ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.250.000.11.117.006.531

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №402

2004 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №299 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №53, მუხლი 450) დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საოლქო ინსპექციის უფროსს ჰყავს არა უმეტეს ორი მოადგილისა, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია